Aa
Aa

მიხაილოვიჩმა "ლაციოს" ფანზე საცემრად გაიწია

იტალიის თასის ფინალის სანახავად რომში ჩასული სინიშა მიხაილოვიჩი სკანდალში გაეხვა. „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელს ყოფილის კლუბის, „ლაციოს“, ტიფოზებმა ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენეს, მიხაილოვიჩმა კი მათზე გაიწია და საქმეში პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

სერბი სპეციალისტი „სტადიო ოლიმპიკოს“ სიახლოვეს ფეხით გადაადგილდებოდა, როცა „ლაციალეს“ ფანების მიერ მის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების მთელი კორიანტელი მოესმა, რაზეც 50 წლის მიხაილოვიჩი აენთო და რამდენიმე ფანზე საცემრად გაიწია.

საქმეში პოლიცია დროულად ჩაერია, რის შემდეგაც მიხაილოვიჩის დაშოშმინება მოხერხდა და იგი შემთხვევის ადგილს გაარიდეს. ფაქტის ამსახველი კადრები RAI-მ გაავრცელა.

სინიშა მიხაილოვიჩი აქტიური საფეხბურთო კარიერისას ჯერ 2 წლით „რომაში“, შემდეგ კი 6 წლით „ლაციოს“ შემადგენლობაში თამაშობდა.

რაც შეეხება გუშინდელ თასის ფინალს, „ლაციომ“ „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა და ქვეყნის თასს ისტორიაში მეშვიდედ დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები