Aa
Aa

დიბალას ძმა: "დიდი შანსია, პაულო "იუვედან" ამ ზაფხულსვე წავიდეს"

პაულო დიბალას ძმის და ამავდროულად აგენტის, გუსტავო დიბალას, განცხადებით, დიდი შანსია, „ლა ხოიამ“ ტურინის „იუვენტუსის“ რიგები ზაფხულში დატოვოს.

გუსტავოს თქმით, მისი ძმა ტურინში ბედნიერი არაა და ეს მხოლოდ მასზე არ ითქმის, არის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ალეგრის გუნდში თავს არაკომფორტულად გრძნობს.

აგენტმა ასევე დაამატა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან დიბალას არასდროს არავითარი პრობლემა არ ჰქონია, თუმცა არსებობს ტაქტიკური გაუგებრობები და არც ისე უნდა დავივიწყოთ, რომ რონალდუ და დიბალა ერთი და იმავე პოზიციის ფეხბურთელები არიან.

პაულო დიბალას ყველაზე უფრო მადრიდის „რეალთან“ აკავშირებენ, ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 100 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები