Aa
Aa

შარაპოვა "როლან გაროსზე" ვერ ითამაშებს

რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა, წლის რიგით მე-2 დიდი სლემის ტურნირ „როლან გაროსზე“ მონაწილეობას ვერ მიიღებს. შარაპოვას დიდი ხანია მხრის ტრავმა აწუხებს და პარიზის კორტებზეც ამიტომ ვერ ვიხილავთ.

„ხანდახან სწორი გადაწყვეტილების მიღება იოლი ნამდვილად არაა. სამაგიეროდ, კარგია ამბავია, რომ სავარჯიშო პროცესი გეგმის მიხედვით მიდის და ჩემი მხრის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება“. - წერს 32 წლის რუსი „ინსტაგრამზე“.

მარია შარაპოვა „როლან გაროსის“ ორგზის გამარჯვებულია, მან ტიტული 2012 და 2014 წლებში მოიგო. გასული წლის ტურნირზე კი 1/4 ფინალურ ეტაპამდე მიაღწია და იქ გარბინ მუგურუსასთან დამარცხდა.

შარაპოვამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა და ყველაზე წარმატებულად ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა, რომლის 1/8 ფინალშიც ეშლი ბარტისთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედ ქალ ჩოგბურთელთაგან ოთხივე დიდი სლემის ტურნირი მხოლოდ სერენა უილიამსსა და მარია შარაპოვას აქვთ მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები