Aa
Aa

"ჩელსი", აზარი, "რეალი", "ბარსა" და კოუტინიო - FIFA-მ ყველაფერი გაართულა

ზაფხული კარს არის მომდგარი და სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თვენახევარი რჩება. კლუბები 2 თვიანი მარათონისთვის ემზადებიან.

ბაზარზე ძალიან ბევრი სასურველი ფეხბურთელია და წინ დიდი სანახაობა გველის.

როგორც ცნობილია ედენ აზარს "რეალთან" სიტყვიერი შეთანხმება აქვს მიღწეული და დარჩენილი მხოლოდ მადრიდელთა და "არისტოკრატთა" მოლაპარაკება დარჩა.

ეს ერთი შეხედვით მარტივი ტრანსფერი FIFA-მ გაართულა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ "ჩელსის" ტრანსფერების განხორციელება 1 წლით აუკრძალა.

ლონდონელები აზარის სანაცვლოდ "ბარსელონადან" კოუტინიოს შეძენას გეგმავდნენ და საამისოდ 120 მილიონი ევრო გამზადებული ჰქოდათ, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაფერი შეჩერებულია.

"ჩელსის" იმედი აქვს, რომ აპელაციას შეიტანს და მათ ბანი სულ მცირე დროებით მაინც მოეხსნებათ.

თუ ყველაფერი "ლურჯების" გეგმის მიხედვით არ წარიმართა კლუბი გეგმავს, რომ აზარის შესანარჩუნებლად იბრძოლოს. ამ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად ბელგიელი ათიანიც შიშობს, რომ მოვლენები შესაძლოა მსგავსი სცენარით განვითარდეს.

რაც შეეხება "ბარსას", კატალონიელებს კოუტინიოსთან დაკავშირებით "ჩელსის" გარდა არავინ დაკავშირებია. ერთი სიტყვით, ამ მომენტისთვის ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის სურვილი მხოლოდ ლონდონელებმა გამოთქვეს.

ვალვერდეს გეგმებში კოუტინიო აღარ შედის და კლუბს მისი გაყიდვა რაც შეიძლება სწრაფად სურს.

ერთი სიტყვით ყველაფერ რთულადაა. თუ "ჩელსის" ბანი არ მოუხსნეს "რეალს" აზარის შეძენა გაუჭირდება. ბელგიელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და ის მას ვერ დაარღვევს. სავარაუდოდ ამას არც მოისურვებს.

რაც შეეხება კოუტინიოს, მისმა აგენტმა ჯანლუკა ბერტოლუჩიმ დღეს განცხადება გაავრცელა სადაც ის ამბობს, რომ გრიზმანის ტრანსფერი მისი კლიენტის გუნდიდან წასვლას არ მოასწავებს.

"სიმართლე არ არის, რომ გრიზმანი "ბარსელონაში" კოუტინიოს შესაცვლელად მიდის. არ ვიცი, რატომ ვრცელდება ეს ინფორმაცია. ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი არ მსურს.

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება".

ესპანური პრესის მტკიცებით კოუტინიოს "ბარსელონაში" მომავალი აღარ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები