Aa
Aa

"იუვენტუსმა" "რეალის" ვარსკვლავის სანაცვლოდ 30 მილიონი გაამზადა!

ტურინის "იუვენტუსის" მესვეურების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "რეალის" 23 წლის შემტევი ისკოა, რომლის სანაცვლოდაც იტალიელები 30 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. 

აღნიშნულ ცნობას იტალიური გაზეთი Corriere dello Sport ავრცელებს, სააგენტოს მტკიცებით "ბებერმა სინიორამ" აქედანვე გადადო ის თანხა, რომელსაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდელებს შესთავაზებს. 

ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ "იუვე" სატრანსფერო ბაზარზე ისკოს გამო "სიტისა" და სხვა ინგლისურ კლუბებს შეერკინება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები