Aa
Aa

2019 წლის დრაფტზე პირველ ნომრად "ნიუ ორლეან პელიკანსი" აირჩევს

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2019 წლის დრაფტის ლატარია გაიმართა. პირველი პიკის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი „ნიუ იორკ ნიქსს“, „კლივლენდ კავალიერსს“ და „ფინიქს სანსს“ ჰქონდათ, თუმცა არ გაუმართლათ და დრაფტზე პირველ ნომრად „ნიუ ორლეანი“ აირჩევს.

ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „პელიკანსის“ რჩეული ზაიონ უილიამსონი გახდება. ამ უკანასკნელს ლატარიის შედეგები დიდად არ ესიამოვნა. უილიამსონი ცერემონიას პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს და როცა გაიგო, რომ პირველი პიკი „ნიუ ორლეანმა“ დაისაკუთრა, ოთახი დატოვა.

ზაიონს „ნიუ იორკ ნიქსში“ უნდოდა თამაში, თუმცა უდიდესი ალბათობით მომდევნო სეზონში „პელიკანსის“ ღირსების დაცვა მოუწევს. როგორც ირკვევა პირველი პიკის მოპოვების მიუხედავად „ნიუ ორლეანის“ სუპერვარსკლავს ენტონი დევისს აზრი არ შეუცვლია და კვლავ სხვა გუნდში თამაში სურს.

2019 წლის დრაფტზე „პელიკანსის“ შემდეგ „მემფის გრიზლისის“ ჯერი დადგება. „ნიუ იორკ ნიქსი“ მესამე იქნება. ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსი“ მეოთხე, ხოლო „კლივლენდ კავალიერსი“ მეხუთე ნომრად აირჩევს.

პირველი რაუნდი

1 - ნიუ ორლეანი

2 - მემფისი

3 - ნიუ იორკი

4 - ლეიკერსი

5 - კლივლენდი

6 - ფინიქსი

7 - ჩიკაგო

8 - ატლანტა

9 - ვაშინგტონი

10 - ატლანტა (დალასისგან)

11 - მინესოტა

12 - შარლოტა

13 - მაიამი

14 - ბოსტონი (ფილადელფიასგან)

15 - დეტროიტი

16 - ორლანდო

17 - ბრუკლინი

18 - ინდიანა

19 - სან ანტონიო

20 - ბოსტონი

21 - ოკლაჰომა

22 - ბოსტონი

23 - იუტა

24 - ფილადელფია

25 - პორტლენდი

26 - კლივლენდი

27 - ბრუკლინი

28 - გოლდენ სტეიტი

29 - სან ანტონიო

30 - მილუოკი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები