გაბედავამ შანსი გამოიყენა: მესამე გოლი პოლონეთის ჩემპიონატში
Aa
Aa

გაბედავამ შანსი გამოიყენა: მესამე გოლი პოლონეთის ჩემპიონატში

პოლონეთის ექსტრაკლასას 36-ე ტურში სოსნოვეცის ''ზაგლემბემ'' ''კორონას'' უმასპინძლა. მატჩის პირველი ტაიმი ''ზაგლემბემ'' 1:2 წააგო. 56-ე წუთზე მასპინძელთა ქართველმა ფორვარდმა გიორგი გაბედავამ შანსი გამოიყენა, მეკარესთან პირისპირ გასულმა კარისკენ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. მან პოლონეთის ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა. 

გაბედავას გამათანაბრებელი გოლის მიუხედავად დარჩენილ დროში ''კორონამ'' კიდევ 2 გოლი შეაგდო და მატჩი ''კორონას'' სასარგებლოდ 2:4 დასრულდა.

29 წლის გაბედავა ''ზაგლემბეში'' გასულ ზამთარში გადავიდა, პოლონეთის ჩემპიონატში მესამე გოლი მე-12 მატჩში შეაგდო.

გაბედავას თანაგუნდელ გიორგი ივანიშვილს არ უთამაშია, მან მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

''კორონას'' სასტარტო შემადგენლობაში ვატო არველაძე მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი 63-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები