„რეალი“ „ევერტონისთვის“ წარმოუდგენელ შეთავაზებას ამზადებს!
Aa
Aa

„რეალი“ „ევერტონისთვის“ წარმოუდგენელ შეთავაზებას ამზადებს!

როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, მადრიდის „რეალი“, „ევერტონის“ უნიჭიერესი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს შეძენით, სერიოზულად არის დაინტერესებული.

The Sun“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამეფო გუნდის“ წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტ, მინო რაიოლას უკვე დაუკავშირდნენ. რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ მადრიდელები ლუკაკუს სანაცვლოდ, არც მეტი არც ნაკლები 60 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას აპირებენ.

შეგახსენებთ ,რომ ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ლუკაკუმ „ევერტონის“ მაისურით 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 18 გატანილი გოლისა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები