ბილიჩი ''სელტიკთან'' მოლაპარაკებისთვის მზადაა
Aa
Aa

ბილიჩი ''სელტიკთან'' მოლაპარაკებისთვის მზადაა

ხორვატი სპეციალისტი სლავენ ბილიჩი მზადაა გლაზგოს ''სელტიკთან'' მოლაპარაკება გამართოს თუ ნილ ლენონი შოტლანდიურ კლუბთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს. ინფორმაციას SkySports-ი ავრცელებს.

2019 წლის თებერვალში ''სელტიკი'' ბრენდან როჯერსმა დატოვა და ''სუონსიში'' წავიდა. მისი ადგილი ნილ ლენონმა დაიკავა, რომელმაც ''სელტიკთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

50 წლის ბილიჩმა, რომელსაც ნისლიან ალბიონზე 2015-17 წლებში ''ვესტ ჰემის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმუშავია, მიმდინარე წელს საუდის არაბეთის კლუბი ''ალ-იტიჰადი'' დატოვა. ამჟამად ბილიჩი თავისუფალი აგენტია.

ბილიჩს ''ნისლიან ალბიონზე'' თამაშის გამოცდილებაც აქვს, 1996-97 წლებში ''ვესტ ჰემისთვის'' ასპარეზობდა, 1997-99 წლებში კი ''ევერტონის'' ფეხბურთელი იყო.

ბილიჩი ასევე წვრთნიდა სპლიტის ''ჰაიდუკს,'' ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებს, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს, მოსკოვის ''ლოკომოტივსა'' და თურქულ ''ბეშიქთაშს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები