პატრის ევრა:
Aa
Aa

პატრის ევრა: "სანჩესი მანჩესტერში ან ფულის გამო გადავიდა, ან“...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის, პატრის ევრას აზრით ალექსის სანჩესმა „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლაზე თანხმობა მხოლოდ ფულის გამო განაცხადა.

როგორც მოგეხსენებათ ჩილელი „წითელი ეშმაკების“ რიგებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ხელფასის სახით კვირაში 500 000 ფუნტს იღებს. შარშან სანჩესს „მანჩესტერის“ გარდა „სიტიც“ ეპატიჟებოდა, თუმცა ალექსისმა „ოცნებათა თეატრში“ თამაში არჩია.

Sky Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევრამ ჩილელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ფეხბურთელთა რაღაც ნაწილი სხვა კლუბში გადასვლაზე თანხმობას მხოლოდ ფულის გამო აცხადებს“.

„სანჩესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა მისი ტრანსფერის შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ „იუნაიტედმა“ საკუთარ ისტორიაზე უარი თქვა".

„ალექსისს „სიტისგანაც“ ჰქონდა შეთავაზება. სამწუხაროდ „ქალაქელები“ „მანჩესტერზე“ ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ და პეპ გუარდიოლა მას პროგრესის მიღწევაში აუცილებლად დაეხმარებოდა. ამიტომ ძალიან მაინტერესებს რატომ აირჩია მან „ოლდ ტრაფორდზე“ თამაში“.

„არ მითხრათ, რომ ბავშვობაში „მანჩესტერის“ ქომაგი იყო და „იუნაიტედში“ სათამაშოდ ამიტომ გადავიდა. სისულელეა! ალექსისმა ან ფულის გამო განაცხადა თანხმობა, ან სურდა შვიდნომრიანი მაისური მოერგო და „წითელი ეშმაკების“ ვარსკლავი გამხდარიყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები