ჩემპიონთა ლიგის ფინალს სკომინა განსჯის
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფინალს სკომინა განსჯის

ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ფინალს სლოვენიელი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის. ინფორმაცია უეფას სამსაჯო კომიტეტმა დაადასტურა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური მატჩი პირველ ივნისს ''ლივერპულსა'' და ''ტოტენჰემს'' შორის მადრიდში ''ვანდა მეტროპოლიტანოზე'' გაიმართება.

შეგახსენებთ, 42 წლის სლოვენიელმა 2017 წელს ევროპა ლიგის ფინალში ''მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ამსტერდამის ''აიაქსის'' შეხვედრა განსაჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები