ეპოქის დასასრული - დე როსი სეზონის ბოლოს
Aa
Aa

ეპოქის დასასრული - დე როსი სეზონის ბოლოს "რომას" დატოვებს

დანიელე დე როსი "რომას" ღირსებას 18 წელია იცავს, თუმცა მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

დე როსი არ აპირებს ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოტის მიბაძოს და სურს კარიერა სხვაგან გააგრძელოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „რომას“ პრეზიდენტი, ჯეიმს პალოტა, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: „18 წლის განმავლობაში დე როსი „რომას“ სული და გული იყო. ცრემლებს ალბათ ვერავინ შეიკავებს, როცა დე როსი „პარმას“ წინააღმდეგ „რომას“ მაისურს უკანასკნელად მოირგებს. კლუბში მომუშავე ადამიანების სახელით მინდა მას მადლობა გადავუხადო და განვაცხადო, რომ „რომას“ კარები მისთვის მუდამ ღია იქნება. დანიელეს შეუძლია გუნდში ნებისმიერ პოსტზე დაბრუნდეს“.

იტალიელი ფეხბურთელის სამომავლო გეგმების შესახებ ოფიციალური განცხადება „რომამაც“ გააკეთა: „დე როსი კარიერის მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას არ აპირებს. 35 წლის ფეხბურთელი ახალი თავგადასავალის დაწყებას გეგმავს, რომელსაც რომთან საერთო არაფერი ექნება. მიუხედავად ამისა დე როსის სახელი მუდამ „რომასთან“ იქნება დაკავშირებული. კლუბთან, რომლის ღირსებასაც იგი გამორჩეული კარიერის უდიდესი ნაწილის განმავლობაში იცავდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები