Aa
Aa

ტრაგედია ბრაზილიაში... ფუტსალის მსაჯი გულის შეტევით გარდაიცვალა

ბრაზილიის ქალაქ სან კარლუშში ტრაგედია დატრიალდა. ფუტსალის მატჩის მიმდინარეობისას, რომელშიც საუკეთესოს ვინაობას „სან კარლუში“ და „ტაუბატე“ არკვევდნენ, ერთ-ერთ არბიტრს გულის შეტევა დაემართა.

44 წლის ისილდუ ფაბიანუ ბიანკი და სილვა გულშემატკივრებისა და მოთამაშეების თვალწინ პარკეტზე დაეცა. მსაჯის დახმარება ორივე გუნდის წარმომადგენლებმა სცადეს. მოგვიანებით კი ადგილზე ექიმები გამოცხადდნენ და საკაცის დახმარებით და სილვა მოედნიდან გაიყვანეს.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით 44 წლის რეფერი საავადმყოფოში გადაიყვანეს და საჭირო პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სან პაულუს ფუტსალის ლიგამ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა: „ისილდუ ფაბიანუ ბიანკი და სილვას გარდაცვალების გამო ძალიან ვწუხვართ. გვინდა მისი ოჯახის წევრებს მივუსამძიმროთ“.

მომხდარის გამო „სან კარლუშისა“ და „ტაუბატეს“ შეხვედრა პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა. ჯერჯერობით უცნობია მატჩი როდის დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები