გვარდიოლას
Aa
Aa

გვარდიოლას "არსენალის" ვარსკვლავი "სიტიში" მიყავს?

"მანჩესტერ სიტის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ქალაქელების" გასაძლიერებლად "არსენალის" შემტევი ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი შეიგულა. 

ბრიტანული The Times-ის ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ჩემბერლენი მანჩესტერელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. 

მოკლედ, "პეპს" მადა აქედანვე გახსნილი აქვს და "სიტის" ფინანსური ზურგის პირობებში, მას ძალიან სერიოზული გუნდის აშენება შეუძლია. 

22 წლის ჩემბერლენი "მეთოფეების" ბანაკში 2011 წლიდანაა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში კი ახალგაზრდა მოთამაშეს 24 კეპი მოუგროვდა, რომელთა დროსაც მეტოქეთა კარში 5 გოლი შეაგდო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები