Aa
Aa

Mirror - ზაფხულში "მანჩესტერის" მთავარი სამიზნე კალიდუ კულიბალი იქნება

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში სერიოზული ცვლილებების გატარებას აპირებს. „წითელი ეშმაკები“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ და რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებით არიან დაინტერესებულები.

Mirror-ის ცნობით „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრების მთავარი სამიზნე „ნაპოლის“ სენეგალელი უკანახაზელი, კალიდუ კულიბალია. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით მანჩესტერელებს არც 27 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას უფრთხიან და ტრანსფერის გასაჩარხად ყველაფერს გააკეთებენ.

იტალიური კლუბი კულიბალის იოლად ნამდვილად არ შეელევა და „იუნაიტედს“ სერიოზული ფინანსური რესურსის გაღება მოუწევს. Mirror-ის მიხედვით „წითელი ეშმაკები“ მზად არიან სენეგალელის სანაცვლოდ მცველის ამპლუის ფეხბურთელისთვის სარეკორდო თანხაც გადაიხადონ.

კალიდუ კულიბალი „ნაპოლის“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს და მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს. სენეგალელი უკანახაზელი დიდი ხანია სტაბილურად ასპარეზობს და სულშერს სწორედ მისი დონის ფეხბურთელი სჭირდება.

კულიბალის სამომავლო გეგმების შესახებ ბოლო პერიოდში ნეაპოლელთა თავკაცი, კარლო ანჩელოტი აქტიურად საუბრობს. იტალიელმა სპეციალისტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ნაპოლი“ კალიდუს გასხვისებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები