Aa
Aa

ოღონდ წავიდეს და... "რეალი" მზადაა ბეილი იჯარის წესით გაუშვას

ზინედინ ზიდანი და მადრიდის „რეალი“ გარეტ ბეილის გუნდიდან გასაშვებად ყველაფერს აკეთებენ. ფრანგმა სპეციალისტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ უელსელი შემტევის შენარჩუნება არ სურდა და „სამეფო კლუბის“ მესვეურები 29 წლის ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულ გუნდს აქტიურად ეძებდნენ.

როგორც ჩანს ბეილის ტრანსფერის გაჩარხვის სურვილი არავის აღმოაჩნდა და „ლოს ბლანკოსმა“ ტაქტიკა შეცვალა. The Sun-ის ინფორმაციით „სანტიაგო ბერნაბეუს“ მკვიდრები ბეილის იჯარის წესით გასხვისებას აპირებენ.

„სამეფო კლუბი“ უელსელის სანაცვლოდ 10 მილიონ ფუნტს ითხოვს და მზადაა გარეტის ხელფასის ნაწილი გადაიხადოს. 29 წლის ფეხბურთელი ანაზღაურების სახით კვირაში 600 000 ფუნტს იღებს და „რეალი“ თანახმაა იჯარის შემთხვევაში 350 000 ფუნტი თავად დაფაროს.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის მიხედვით ბეილის მიმართ ინტერესს ორი გუნდი იჩენს. გარეტის გადაბირება მის ყოფილ კლუბს „ტოტენჰემს“ და „ლიონს“ სურთ.

უელსელს მადრიდელებთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს და მისი აგენტის თქმით „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებას არ აპირებს. ესპანური პრესის ცნობით გასულ კვირას მადრიდელები ბეილის წარმომადგენლებს შეხვდნენ და აუწყეს, რომ იგი კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის, თუმცა როგორც ჩანს 29 წლის შემტევისთვის ეს არაფერს ცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები