Aa
Aa

ლორან ბლანი "რომაში"?

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლორან ბლანი, შესაძლოა, „რომას“ დამრიგებლად დაინიშნოს. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კვირას გამართულ „რომა“-„იუვენტუსის“ შეხვედრას ბლანის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოცემა არ გამორიცხავს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს და ბლანი „ჯალოროსის“ გაწვრთნით მართლაც დაინტერესებული იყოს.

თანაც, ფრანგი სპეციალისტი უკვე საკმაო ხანია უმუშევარია, იგი პსჟ-დან 2016 წელს წავიდა და მას შემდეგ აქტიურ სპორტთან შეხება აღარ ჰქონია.

53 წლის ბლანის გარდა, რომაელთა სიაში ჯან პიერო გასპერინი და მაურიციო სარი არიან, გუნდის ამჟამინდელი თავკაცი, კლაუდიო რანიერი კი პოსტს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები