Aa
Aa

"სიტის" ევროტურნირებიდან მოკვეთა ემუქრება

იტალიური „მილანის“ გარდა, ევროტურნირებიდან მოკვეთის საფრთხე „მანჩესტერ სიტისაც“ ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, „ქალაქელებს“ ფინანსური დარღვევები აქვთ, რაც პირველ რიგში სპონსორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს უკავშირდება. ამერიკული გამოცემა წერს, რომ მანჩესტერელები მთავარ სპონსორ Etihad-თან კონტრაქტის გარკვეულ დეტალებს არ ასაჯაროვებენ, რაც უეფას მიერ შედგენილ ანგარიშში აისახა და, შესაძლოა, გამოძიებასაც გადაეგზავნოს.

ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით „სიტის“ წარმომადგენლებს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უეფა ბოლო წლებში ფინანსურ მაქინაციებს განსაკუთრებული სიმკაცრით ებრძვის და არაა გამორიცხული, ორგანოს მორიგი მსხვერპლი სწორედ მანჩესტერული გრანდი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ „მილანის“ საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო „როსონერის“ ტრანსფერების ფინანსური რეგულაციების დარღვევას ედავება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები