Aa
Aa

MARCA - "რეალი" კურტუას ენდობა და კეილორ ნავასს აუწყა, რომ შეუძლია კლუბი დატოვოს

მადრიდული გამოცემა Marca-ს ცნობით, „რეალმა“ კეილორ ნავასს აუწყა, რომ მომდევნო სეზონში იგი სათადარიგო მეკარე იქნება და შეუძლია კლუბი დატოვოს.

ზინედინ ზიდანი „ბლანკოსის“ მთავარ გოლკიპერად ტიბო კურტუას მოიაზრებს, ნავასს კი თამაშის გარანტიას ვერ აძლევს, რაც დიდი ალბათობით კოსტა რიკელის „სანტიაგო ბერნაბეუდან“ აბარგებით დასრულდება.

„რეალი“ ლა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ არენაზე „ბეტისს“ შეხვდება და წესით კარში სწორედ ნავასს ვიხილავთ, რომელსაც „თეთრების“ გულშემატკივართან გამომშვიდობების საშუალება ექნება.

კეილორ ნავასი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს და მასთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი, 2-ჯერ უეფას სუპერ თასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები