ხარაიშვილის გამარჯვების გოლი!
Aa
Aa

ხარაიშვილის გამარჯვების გოლი!

შვედეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში ''ნორჩიოპინგი'' საკუთარ მოედანზე ''გიოტებორგთან'' 1:2 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა.

ტრადიციულად ხარაიშვილი ''გიოტებორგის'' სასტარტოში მოხვდა და შეუცვლელად იასპარეზა.

ამ გამარჯვების შემდეგ 8 ტურის შემდეგ 16-გუნდიან ლიგაში ''გიოტებორგი'' 16 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ''მალმიოს'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გოლი შვედეთის ჩემპიონატის ზედიზედ სამ ტურში შეაგდო. ასევე შვედეთის ჩემპიონატის ბოლო ოთხ ტურში ხარაიშვილის ანგარიშზე 3 გოლის გარდა 3 საგოლე პასია.

მეცხრე ტურში ლიდერთა დაპირისპირება შედგა, 16 მაისს ''გიოტებორგი'' ''მალმიოს'' უმასპინძლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები