რაში დაეხმარა კრიშტიანუ ნეიმარს...
Aa
Aa

რაში დაეხმარა კრიშტიანუ ნეიმარს...

ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარს შორის. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი...

საქმე ისაა, რომ ცერემონიალის მიმდინარეობისას წამყვანმა ნეიმარს ინგლისურად კითხვა დაუსვა, "ნეის" ინგლისური კი ამდენს ვერ გაწვდა და იგი აქეთ-იქით დაბნეულად იყურებოდა. ამ დროს კი მას კითხვა პორტუგალიურად იქვე მდგომმა კრიშტიანუმ გადაუთარგმნა და "ბარსას" ფორვარდი უხერხულობისგან დაიხსნა. 

აღვნიშნოთ, რომ ნეიმარის სამშობლო ბრაზილიაში სალაპარაკო ენა სწორედ პორტუგალიურია, "ბარსას" ვარსკვლავის "საყველპურო" ინგლისურის შესახებ კი არაერთი სახალისო ვიდეო გვინახავს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები