Aa
Aa

ცურიდაში! ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება "ნაცუ ბაშოზე"!

12 მაისს ტოკიოში სტარტი "ნაცუ ბაშომ" აიღო. ქართველი სეკიტორის ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ჩიოტაირუ იყო, რომელიც მან იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინი ტურნირის მეორე დღეს დასავლეთის მეორე მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდა და ცურიდაშის ილეთით დაამარცხა.

ქართველმა სეკიტორმა ბრძოლა კვლავინდებურად აქტიურად და აგრესიულად დაიწყო და გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია.

ლევანი იაპონელ მეტოქესთან დადებით ბალანსს ფლობს. დღევანდელ ბრძოლამდე 5 შეხვედრიდან გორგაძეს 4 ჰქონდა მოგებული.

როგორც მოგეხსენებათ, ტოჩინოშინს ოძეკობის დასაბრუნებლად 15-დან 10 ბრძოლის მოგება სჭირდება.

როგორც ლევანმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველანაირად შეეცდება.

"რა თქმა უნდა, 10 ბრძოლის მოგება ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველანაირად ვეცდები შევძლო.

რაც შეეხება მომზადებას, კარგად ვარ მომზადებული, საწვრთნელი პერიოდი კარგად გავიარე.

ტრავმებიც ცოტა მოვიშუშე, თუ მუხლის ტრავმას არ ჩავთვლით".

ცხელი ამბები