პეგასმა ჩემპიონობა დაიბრუნა
Aa
Aa

პეგასმა ჩემპიონობა დაიბრუნა

ხელბურთში საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი თბილისის პეგასმა მოიგორომელმაც ფინალში ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული სამტრედია 40-25  დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის აჭარამ 36-32 მოუგო  ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს.

პეგასის გუნდი ბოლო წლებში ჭაბუკთა ასაკობრივი ჩემპიონატების უცვლელი გამარჯვებული იყო, მაგრამ შარშან მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

თბილისელთა რევანში წლეულს დამაჯერებელი იყო - გუნდმა ყველა, ოცივე მატჩი მოიგო - 14 აღმოსავლეთის ლიგაში, 4 - მეორე ეტაპზე და ორიც ფინალურ ოთხეულში.

სეზონის დასკვნითი აკორდი  ქალთა და ვაჟთა უმაღლესი ლიგების ფინალური ოთხეულები იქნება.

რომელიც  22-23 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ცხელი ამბები