ყველაფერი გადაწყვეტილია?! გრიზმანი
Aa
Aa

ყველაფერი გადაწყვეტილია?! გრიზმანი "ბარსელონაში" მიდის - სათადარიგო გეგმა ლაკაზეტი

საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. ლა ლიგაში ბოლოს წინა 37-ე ტურის მატჩები გაიმართა.

„ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ სეზონის უკანასკნელი საშინაო მატჩები ჩაატარეს.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ხშირდება საუბრები ამა თუ იმ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით.

ესპანური პრესა კონკრეტულად კი Mundo და Cadena SER-ი წერს, რომ „ბარსელონა“ გრიზმანის ტრანსფერს უახლოვდება.

დიდი ალბათობით, ფრანგმა შემტევმა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „როხიბლანკოს“ მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. გრიზმანი ამ კვირაში კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, სადაც მათ „ბარსელონაში“ გადასვლის შესახებ თავის პოზიციას გაანდობს.

გრიზმანის გარემოცვიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად ფრანგს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს და ახალ სეზონს „კამპ ნოუზე“ დაიწყებს.

Cadena CER-ი წერს, რომ „ატლეტიკო“ გრიზმანის გადაწყვეტილებას შეეგუა და მას სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაუშვებს.

საუბარია 120 მილიონ ევროზე, რომელსაც „ბარსა“ უპრობლემოდ გადაიხდის.

კატალონიელთა სათადარიგო გეგმად ალექსანდრ ლაკაზეტი რჩება. თუ ისე მოხდა, რომ გრიზმანის ტრანსფერი ჩაიშალა ერიკ აბიდალი „არსენალის“ ფრანგ ფორვარდს გადაიბირებს.

თავად ლაკაზეტმა „ბარსას“ ინტერესის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა - „ეს სასიამოვნოა“.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატალონიელებმა გრიზმანის შეძენის შემთხვევაში ლაკაზეტის ტრანსფერზე მუშაობა გააგრძელონ, რადგან ცნობილია რომ გუნდში ლუის სუარესიც რჩება და ვალვერდეს მეტი ფორვარდი უბრალოდ აღარ სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები