მოჭიდავეების 17 მედალი კიევის ტურნირიდან
Aa
Aa

მოჭიდავეების 17 მედალი კიევის ტურნირიდან

ქართველმა მოჭიდავეებმა კიევში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 17 მედალი მოიპოვეს

განსაკუთრებით შთამბეჭდავად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გამოვიდა.

გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა 10-წონით კატეგორიიდან 4-ში ოქროს მედალი მოიპოვა.

აქედან ორში სულაც ქართული ფინალები შედგა.

ჩემპიონები  ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ )გახდნენ. იაკობიშვილმა ფინალში თანაგუნდელ რამაზან მალაკოევს მოუგო, კენჭაძემ კი ზურაბ ერბოწონაშვილს.

ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ოთარ გოგავა და თეიმურაზ ვანიშვილი (ორივე 61 კგ) - ბრინჯაოებს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან უმაღლესი სინჯის მედალი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ მოიპოვა.

ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63 კგ) და გურამ ხეცურიანმა (87 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი 5 ქართველი ავიდა: დავით ბაკურიძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ), ბექა მამუკაშვილი, გელა ბოლქვაძე (ორივე 77 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა მეორე ადგილები დაიკავეს.

ცხელი ამბები