Aa
Aa

"რეალში" ახალი სკანდალი მწიფდება?

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, კლუბის უელსელ შემტევ, გარეტ ბეილთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „The Telegraph“ ავრცელებს.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლამდეა გათვლილი, თუმცა „სამეფო გუნდის“ ხელმძღვანელებს მისი 2021 წლამდე გახანგრძლივება სურთ. როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, „რეალში“ გარეტ ბეილის თამაშით იმდენად არიან მოხიბლულნი, რომ მზად არიან უელსელს ხელფასის სახით თითქმის იმდენივე გადაუხადონ, რამდენსაც კლუბის პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ იღებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად როანლდუ „სამეფო კლუბისგან“ ყოველწლიურად 20.5 მილიონ ევროს იღებს, ბეილის ანაზღაურება კი 9 მილიონს ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები