Aa
Aa

"სიტიმ" ჩემპიონობა გულშემატკივართან ერთად იზეიმა!

ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული, „მანჩესტერ სიტი“, „ბრაიტონთან“ მოპოვებული გასვლითი გამარჯვების შემდეგ საკუთარ ქალაქში დაბრუნდა და ტიტულის მოგება გულშემატკივართან ერთად იზეიმა.

ფანებს სიტყვით პეპ გუარდიოლამ და ბერნარდო სილვამ მიმართეს, ესპანელმა აღნიშნა, რომ ტიტულის დაცვა ბევრად უფრო რთული იყო, ხოლო სილვას თქმით, ის და მისი თანაგუნდელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეცდებიან.

„ქალაქელებმა“ 30 იანვრის შემდეგ პრემიერ ლიგის ყველა, 14-ვე შეხვედრა მოიგეს და უახლოეს მდევარ „ლივერპულს“ 1 ქულით გაასწრეს. თავის მხრივ, „ლივერმა“ ტურნირის რეკორდი დაამყარა და 97 ქულით საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი გახდა.

მანჩესტერელებმა მიმდინარე სეზონში ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგეს, კვირის ბოლოს კი საშინაო ტრებლის შესრულების შანსი ექნებათ. გუარდიოლას ბიჭები ასოციაციის თასის ფინალში „უოტფორდს“ ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები