რა შესთავაზა
Aa
Aa

რა შესთავაზა "ბარსამ" მესის დარტყმისგან დაშავებულ გოგონას...

მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე "ვილიარეალთან" მატჩისას ლიონელ მესიმ ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი ტრიბუნაზე მჯდომ გოგონას გაარტყა. ეს დარტყმა კი იმდენად ძლიერი იყო, რომ სუსტი სქესის გულშემატკივარი ცუდად გახდა და მედიკოსთა დახმარებაც დასჭირდა. 

სხვათა შორის, შემდგომ გაირკვა ამ გოგონას რაკელი ჰქვია და კრიშტიანუ რონალდუს დიდი ფანია. შესაბამისად, მესისგან მიღებული ეს დარტყმა მისთვის კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა...

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საინტერესო ახალი ამბავი გაავცრელა ესპანურმა ტელეარხმა Cuatro-მ, რომლის თანახმადაც "ბარსას" ხელმღძვანელობამ მესისგან მიყენებული ტკივილისა და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, რაკელს ბოდიში ოფიციალურად მოუხადა და თავიანთი გუნდის მომავალ სახლის თამაშზე "ნოუ კამპზე" დაპატიჟა. 

თუმცა, რამდენად დათანხმდება მადრიდისტა რაკელი მისი საყვარელი კლუბის მტერ-მეტოქის შეთავაზებას, ეს კიდევ ცალკე საკითხია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები