Aa
Aa

''აიაქსი'' ჰოლანდიის 34-გზის ჩემპიონია!

ჰოლანდიის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის 34-ე ტურში ''აიაქსმა'' საკუთარ მოედანზე დიკ ადვოკატის გაწვრთნილი ''უტრეხტი'' 4:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ჰუნტელარმა და ვან დე ბეკმა გაიტანეს, სერბმა დუშან ტადიჩმა კი დუბლი შეასრულა.

ამსტერდამულმა გუნდმა 83 ქულა მოაგროვა და ჰოლანდიის ჩემპიონობა იზეიმა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა უშუალო კონკურენტ პსვ-ს 3 ქულით გაასწრო.

''აიაქსმა'' 2014 წლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა, ისტორიაში კი ამსტერდამული გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონი ოცდამეთოთხმეტედ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები