Aa
Aa

პირველი ოქრო ბაქოს გრანდ სლემზე! ზაალიშვილის იპონი და დამარცხებული რუსი

ძიუდოში ბაქოს გრანდ სლემზე  +100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ფინალში გავიდა. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ანტონ კრივობკოვის ძლევით ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ზაალიშვილმა ფინალურ დაპირისპირებაში რუსეთის სახელით მოასპარეზე რუსლან შახბაზოვს იპონით სძლია და ბაქოს გრანდ სლემზე საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ზაალიშვილმა ტურნირში ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც ჰოლანდიელ როი მეიერს შეხვდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია. მეიერთან გამარჯვების შემდეგ ზაალიშვილმა აზერბაიჯანელ რუსტამ კოცოევს სძლია.

შეგახსენებთ, ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ანგარიშზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებია.

ტურნირის პირველ დღეს 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან დამარცხდა. სამხრეთამერიკელი ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი იპონით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

თემურ ნოზაძის შემდეგ ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს მეორე მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ცხელი ამბები