Aa
Aa

"ლივერპულთან" 0:4-ის შემდეგ "ბარსას" ქომაგებმა ვალვერდეს სახლი გაძარცვეს და წერილი დაუტოვეს

"ლივერპულთან" 0:4-ის განადგურების შემდეგ, "ბარსას" მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს სახლი გაძარცვეს.

RAC1-ის ინფორმაციით, როგორც გაირკვა ძარცვა "ბლაუგრანას" ქომაგებმა განახორციელეს, თუმცა უცნობია თუ რა არის სახლიდან წაღებული.

ამ ეტაპზე რაც პრესამ იცის არის ის, რომ კრიმინალებმა ბასკ სპეციალისტს წერილი დაუტოვეს, წარწერით: "ეს არის, რაც არის."
სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა ვალვერდემ "ლივერპულთან" სამარცხვინო მატჩის შემდეგ.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ვალვერდე გუნდის დატოვებას არ გეგმავს, რაც ნამდვილად უცნაური და მოულოდნელია.

"ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგი სიტუაცია მაგონებს ფილმს "დიდებული გაქცევა", რომელშიც მთავარი გმირის შემსრულებელი სტივ მაქუინი საკონცენტრაციო ბანაკიდან გარბის და მას დაედევნებიან, რათა შეიპყრონ და კარცერში ჩასვან.

სანამ სასჯელი აღსრულდება იქამდე მსურს, რომ ხვალინდელი მატჩისთვის მოვემზადო, რადგან თქვენ ვერასდროს შეწყვეტთ იმაზე ფიქრს რაც ბოლო შეხვედრაში მოხდა და რომ ეს ჩვენი ბრალია.

რა თქმა უნდა, მე მაქვს ძალა, რომ მუშაობა და წინსვლა განვაგრძო. მწყობრში ვარ, სიტუაციასთან გამკლავება შემიძლია.

გუშინ პრეზიდენტს ვესაუბრე და კლუბისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. ვიცი, რომ ამ სიტუაციის შესახებ ბევრი საუბარია. ასეთი მძიმე დარტყმის შემდეგ, ყველა გაოგნებულია.

მტკივნეული იყო, თუმცა ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და გზა განვაგრძოთ. ასეთ დროს ფეხები უფრო მძიმდება, მაგრამ წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

"ენფილდზე" მომენტები გვქონდა და ვფიქრობ უნდა გაგვეტანა. მეტოქის პირველმა ორმა გოლმა ძირს დაგვცა". - ასეთი იყო ვალვერდეს სიტყვები გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 სეზონში 3 ბურთიანი ჰანდიკაპი უმარტივესად გაანიავეს. მსგავსი ფაქტების შემდეგ, როგორც წესი კლუბი მთავარ მწვრთნელს კარისკენ უთითებს ხოლმე.

როგორც ჩანს, "ბარსელონაში" პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა და გაცილებით უფრო "ზემოდან" მოდის...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები