ტოჩინოშინი:
Aa
Aa

ტოჩინოშინი: "კარგად ვარ მომზადებული...ყველანაირად ვეცდები შევძლო"

12 მაისს ტოკიოში სტარტი "ნაცუ ბაშომ" აიღო. ქართველი სეკიტორის ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ჩიოტაირუ იყო, რომელიც მან იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ქართველმა სეკიტორმა ბრძოლა აგრესიულად დაიწყო და ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

როგორც მოგეხსენებათ, ტოჩინოშინს ოძეკობის დასაბრუნებლად 15-დან 10 ბრძოლის მოგება სჭირდება.

როგორც ლევანმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველანაირად შეეცდება.

"რა თქმა უნდა, 10 ბრძოლის მოგება ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველანაირად ვეცდები შევძლო.

რაც შეეხება მომზადებას, კარგად ვარ მომზადებული, საწვრთნელი პერიოდი კარგად გავიარე.

ტრავმებიც ცოტა მოვიშუშე, თუ მუხლის ტრავმას არ ჩავთვლით".

ტოჩინოშინი ტურნირის მეორე დღეს დასავლეთის მეორე მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდება. ლევანი იაპონელ მეტოქესთან დადებით ბალანსს ფლობს. 5 შეხვედრიდან გორგაძემ 4 მოიგო.

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება ნაცუ ბაშოზე

 

ცხელი ამბები