ლებეფი:
Aa
Aa

ლებეფი: "სუარესს პატივს არ ვცემ, ასეთ ფეხბურთელებს ვერ ვიტან"

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და "ჩელსის" ყოფილმა მოთამაშემ, 51 წლის ფრანგმა ფრანკ ლებეფმა Marca-სთან ლუის სუარესისა და "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა.

ლებეფის თქმით მას "ბლაუგრანას" "ენფილდზე" განადგურება მხოლოდ სუარესის გამო გაუხარდა.

"ყველამ კარგად იცის, რომ "ბარსელონა" მომწონს და ამ გუნდის ქომაგი ვარ, მაგრამ ლუის სუარესის გამო გამიხარდა, რომ კატალონიელებმა "ლივერპულთან" წააგეს.

სუარესისნაირი მოთამაშეების მიმართ არანაირი პატივისცემა არ გამაჩნია. ურუგვაელი ნამდვილად ბრწყინვალე ფეხბურთელია და კარგი კარიერაც აქვს, მაგრამ ის ბინძური მოთამაშეა და ახალგაზრდებს ცუდ მაგალითს აძლევს.

მას პატივს არ ვცემ, ასეთ ფეხბურთელებს ვერ ვიტან. სუარესმა მეტოქეს ორჯერ უკბინა, მსოფლიო ჩემპიონატზე განის წინააღმდეგ გადამწყვეტი მომენტის დროს კარის ხაზზე ხელით ითამაშა და ის მაინც ბედნიერი იყო.

პირდაპირ გეტყვით, რომ თუ მე მის წინააღმდეგ თამაში მომიწევდა მსაჯი აუცილებლად გამაძევებდა. არ მესმის ფეხბურთელები მას ამდენს როგორ უთმენენ. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ სუარესს შეხვედრა ბოლომდე ვერ დაემთავრებინა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები