ჯერარდმა ჟურნალისტებს საკუთარი ოცნება გაუმხილა
Aa
Aa

ჯერარდმა ჟურნალისტებს საკუთარი ოცნება გაუმხილა

როგორც მოგეხსენებათ, „ლივერპულის“ ცოცხალმა ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, კლუბი 2015 წლის ზაფხულში დატოვა, თუმცა იმ პირობით, რომ „ენფილდზე“ იგი აუცილებლად დაბრუნდება მომავალში. დღეს კი, ჟურნალისტებთან საუბარში სტივენმა განაცხადა, რომ მისი ოცნება „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობაა.

„მახსოვს როგორ უყვარდა კარაგერს ფეხბურთი. ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ერთად „ლივერპულში“ თუმცა არ ვიცი ეს როდის მოხდება. როდესაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ, მზად ვიქნები ნებისმიერი წინადადებისთვის, რა თქმა უნდა, თუ ღირსეულად აღმიქვამენ. ამ ეტაპზე კი, ვფიქრობ რომ ამერიკაში კიდევ ერთი სეზონის ჩატარება შემიძლია, რადგან ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. შტატებში სეზონი ნოემბერში სრულდება, ამიტომ შესაძლოა უკვე მივიღო გარკვეული შემოთავაზებები, როგორც საფეხბურთო, ისე სამწვრთნელო ადგილებზე. იმედი მაქვს ერთ დღესაც „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი გავხდები, ეს ჩემი ოცნებაა“ – განაცხადა სტივენ ჯერარდმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები