Aa
Aa

ხელში აიტაცა - ტოჩინოშინმა "ნაცუ ბაშო" გამარჯვებით დაიწყო!

12 მაისს ტოკიოში სტარტი "ნაცუ ბაშომ" აიღო. ქართველი სეკიტორის ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ჩიოტაირუ იყო, რომელიც ლევანს 8 შეხვედრიდან 6-ჯერ ჰყავდა დამარცხებული.

ოძეკის წოდების აღსადგენად მებრძოლმა ლევან გორგაძემ არც ისე მრისხანე მეტოქე ჩვეულ სტილში იორიკირის ილეთით დაამარცხა.  ქართველმა სეკიტორმა ბრძოლა აგრესიულად დაიწყო და ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

ტოჩინოშინი ტურნირის მეორე დღეს დასავლეთის მეორე მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდება. ლევანი იაპონელ მეტოქესთან დადებით ბალანსს ფლობს. 5 შეხვედრიდან გორგაძემ 4 მოიგო.

როგორც მოგეხსენებათ, ტოჩინოშინს ოძეკობის დასაბრუნებლად 15-დან 10 ბრძოლის მოგება სჭირდება, რაც როგორც თავად თქვა მას ხელთეწიფება, რადგან თავს კარგად გრძნობს და ტრავმები თითქმის სრულად აქვს მოშუშებული.

ცხელი ამბები