Aa
Aa

"სიტუაციასთან გამკლავება შემიძლია" - ბოდიშის გარეშე, ვალვერდემ ქომაგები კიდევ უფრო განარისხა!

"ლივერპულთან" ისტორიულად სამარცხვინო მატჩის შემდეგ ერნესტო ვალვერდემ პირველი ვრცელი პრესკონფერენცია გამართა და ყველაფერზე დაწვრილებით ისაუბრა.

უცნაურია, რომ ბასკი სპეციალისტის გუნდიდან წასვლაზე მხოლოდ ესპანური პრესა საუბრობს და კლუბი ამის გაკეთებას როგორც ჩანს არ აპირებს.

პრესკონფერენციაზე ვალვერდესგან ჟურნალისტებმა ვერ მოისმინეს ბოდიში და ვერც იმის ახსნა, თუ რატომ განმეორდა ეს ყველაფერი, რაც შარშან რომში დაიწყო.

"ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგი სიტუაცია მაგონებს ფილმს "დიდებული გაქცევა", რომელშიც მთავარი გმირის შემსრულებელი სტივ მაქუინი საკონცენტრაციო ბანაკიდან გარბის და მას დაედევნებიან, რათა შეიპყრონ და კარცერში ჩასვან.

სანამ სასჯელი აღსრულდება იქამდე მსურს, რომ ხვალინდელი მატჩისთვის მოვემზადო, რადგან თქვენ ვერასდროს შეწყვეტთ იმაზე ფიქრს რაც ბოლო შეხვედრაში მოხდა და რომ ეს ჩვენი ბრალია.

რა თქმა უნდა, მე მაქვს ძალა, რომ მუშაობა და წინსვლა განვაგრძო. მწყობრში ვარ, სიტუაციასთან გამკლავება შემიძლია.

გუშინ პრეზიდენტს ვესაუბრე და კლუბისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. ვიცი, რომ ამ სიტუაციის შესახებ ბევრი საუბარია. ასეთი მძიმე დარტყმის შემდეგ, ყველა გაოგნებულია.

როდესაც ასეთი რამ ხდება გვეჩვენება, რომ ყველაფერი უნდა გადავწვათ. როგორც ბავშვური პანიკის დროს.

ეს არის მოსალოდნელი განვითარება, რომელსაც მე არ ვგეგმავ.

მტკივნეული იყო, თუმცა ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და გზა განვაგრძოთ. ასეთ დროს ფეხები უფრო მძიმდება, მაგრამ წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

"ენფილდზე" მომენტები გვქონდა და ვფიქრობ უნდა გაგვეტანა. მეტოქის პირველმა ორმა გოლმა ძირს დაგვცა.

ყოველთვის შეიძლება დაჯდე და შეხვედრა გაანალიზო. იგივეს გაკეთება ახლაც შეიძლება, თუმცა ფაქტია, რომ მათ ჩვენს კარში 4 გოლი გაიტანეს"

ვალვერდემ რაკიტიჩის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც ქომაგები "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ განსაკუთრებით აგრესიულად ექცევიან.

"შეხვედრის შემდეგ მე რაკიტიჩს ვესაუბრე, რადგან მას ჩემთან დალაპარაკება უნდოდა. ერთადერთი რაც შემიძლია მას ვუთხრა არის ის, რომ იგი წარმოუდგენლად დიდი პროფესიონალი და უმაღლესი დონის მოთამაშეა".

რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რა მდგომარეობაში არის ახლა "ბარსელონას" მილიონობით ქომაგი. კლუბი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აშკარად არ აპირებს და გუნდის ფსიქოლოგია ნელ-ნელა "ლუზერულ" სახეს იღებს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები