პიკე: მათთან თამაში ყველაზე მეტად მიჭირს
Aa
Aa

პიკე: მათთან თამაში ყველაზე მეტად მიჭირს

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ დაასახელა 3 თავდამსხმელი, რომელთა წინააღმდეგაც მას ყველაზე მეტად უჭირს თამაში.

„პირველ რიგში რათქმაუნდა დიდიე დროგბას დავასახელებ. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. ძალა, სისწრაფე, თავით ბრწყინვალე თამაში, დრიბლინგი, ორივე ფეხის თანაბარი ფლობა - მას თითქმის ყველაფერი აქვს. დიდიე შესანიშნავი ფეხბურთელია.

შემდეგ რათქმაუნდა რობერტ ლევანდოვსკის გამოვყოფ. იგი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ორივე ფეხს კარგად ფლობს, მეორე სართულზეც შესანიშნავად თამაშობს.

სამეულს კი რათქმაუნდაკრიშტიანუ რონალდუთი დავასრულებ. ვიცი, რა შეუძლია მას, ვინაიდან მის წინააღმდეგ ხშირად მიწევს თამაში. კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. იგი მეტად მრავაფეროვანი ფეხბურთელია და ყოველთვის იცის თუ რა უნდა გააკეთოს.

ზემოთ ჩამოთვლილი თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად მიჭირს, მათ გოლის ნებისმიერი პოზიციიდან გატანა შეუძლიათ და მოედანზე თითქმის ყოველთვის ყველაფერი გამოსდით“ - განაცხადა ხერარდ პიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები