პოჩეტინო
Aa
Aa

პოჩეტინო "იუვენტუსს" წლიურად 20 მილიონს სთხოვს - ალეგრის დღეები დათვლილია?

ტურინის "იუვენტუსი" მწვრთნელის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს. "ბებერი ქალბატონის" ბორდი თვლის, რომ "მედ მაქსმა" თავისი თავი ამოწურა.

ალეგრის მომავალი უახლოეს მომავალში გაირკვევა. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა სასურველი კანდიდატი მაურისიო პოჩეტინო გახლავთ.

არგენტინელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელებს თავის მომავალთან დაკავშირებით გაესაუბრება და ყველაფერი ამის შემდეგ გადაწყდება.

პოჩეტინოს გადაბირება "რეალსა" და "მანჩესტერს" სურდათ, თუმცა მადრიდელებმა ზიდანი დაიბრუნეს, "მანკუნიანელებმა" კი ოლე გუნარ სულშერს შანსი მისცეს.

წყაროს ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი ტურინელებს ანაზღაურების სახით წლიურად 20 მილიონს სთხოვს.

პოჩეტინომ მიმდინარე სეზონში შეუძლებელი შეძლო და ტრანსფერების განხორციელების გარეშე გუნდი ლიგის ფინალში გაიყვანა, რაც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე უბრალოდ დაუჯერებელი რამ გახლავთ.

საეჭვოა, რომ "დეზებმა" "პოჩეს" გაშვება დაუშვან, თუმცა ყველაფერი თავად არგენტინელმა სპცეიალისტმა უნდა გადაწყვიტოს.

რაც შეეხება ალეგრის არის ინფორმაცია, რომ მისი მუშაობით ფეხბურთელებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები