ბარემ მთელი
Aa
Aa

ბარემ მთელი "აიაქსი" გაიფორმეთ - "ბარსა" ამსტერდამელებს დაერია

1988 წელს "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადის" ერთბაშად 3 მოთამაშე გაიფორმა და მას შემდეგ მსგავსი რამ აღარ მომხდარა.

2019 წლის ზაფხულში კი კატალონიელებმა შესაძლოა ასეთი რამ გაიმეორონ და "აიაქსის" ერთბაშად 3 ფეხბურთელი გაიფორმონ.

ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, ფრენკი დე იონგის შეძენის შემდეგ "ბლაუგრანა" მატიის დე ლიხტის შეძენასთან საკმაოდ ახლოს არის, ამჯერად კი საუბარი დაიწყო ამსტერდამელთა მორიგ მარგალიტზე 22 წლის დონი ვან დე ბეეკზე.

"ბარსელონა" ვალვერდეს გაშვებას გეგმავს და გუნდში განსხვავებული სტილის სპეციალისტის დანიშვნას აპირებენ.

კატალონიელები საამისოდ უკვე ემზადებიან და ტრანსფერებზეც თადარიგს იჭერენ. ვან დე ბეეკს მსურველები საკმარისად ჰყავს. ამ ეტაპზე იმის თქმა რთულია, თუ ვინ არის მისი შეძენის მთავარი ფავორიტი.

თუ "ბარსამ" დე ლიხტიც მარტივად გაიფორმა, რასთანაც ახლოსაც არიან, ასეთ შემთხვევაში ვან დე ბეეკისთვის "კამპ ნოუ" უდაოდ სასურველი ადგილი იქნება.

როგორც უკვე დაიწერა არის ვარიანტი, რომ "ბარსელონა" ერიკ ტენ ჰაგმა ჩაიბაროს. ის რონალდ კუმანთან, მასიმილიანო ალეგრისთან და არსენ ვენგერთან ერთად ამ ეტაპზე სიაში ერთ-ერთი მოწინავეა.

დონი ვან დე ბეეკი ამსტერდამელთა სკოლის აღზრდილია. მას "აიაქსის" მაისურით 136 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 30 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები