ისკო: მიმდინარე სეზონში ძალიან დიდი პროგრესი მაქვს
Aa
Aa

ისკო: მიმდინარე სეზონში ძალიან დიდი პროგრესი მაქვს

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი ისკო მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ეს მისი სათამაშო პოზიციის შეცვლით არის გამოწვეული. 22 წლის ნახევარმცველი ძირითადად ფლანგზე თამაშობდა, თუმცა კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით მან ადგილი თავდამსხმელების უკან დაიკავა.

„მიმდინარე სეზონში კარლო ანჩელოტიმ ახალი როლი დამაკისრა. ძალიან მიხარია თუ გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ახალ პოზიციას თავი გავართვი. ჩემი მიზანია გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო და ამისთვის მზად ვარ ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო.“ - განაცხადა ისკომ

შეგახსენებთ, რომ თებერვალსა და მარტში ისკომ „ლა ლიგის“ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა.

ესპანელმა ნახევარმცველმა კომენტარი გუნდის მომავალ მიზნებზე და გეგმებზე გააკეთა.

 

„რათქმაუნდა ჩვენ პრიმერადივიზიონის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონა“ ჩვენზე წინ არის, ჯერ დაკარგული არაფერია. ძალიან რთული მატჩი გველის ჩემპიონთა ლიგაზეც, თუმცა გულშემატკივრების მხარდაჭერას ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ მათ იმედებს გავამართლებთ.“ - განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები