ტაქტიკური ანალიზი: სასწაული "ენფილდზე"

სიახლე 10.05.2019
A+ A- 17:30

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იურგენ კლოპს ჰკითხა რა გეგმა ჰქონდა და როგორ აპირებდა სასურველი შედეგის დაფიქსირებას. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა: "ბარსელონას“ დასამარცხებლად უშეცდომოდ თამაშია საჭირო".

„ლივერპულის“ თავკაცი ფრაზებს "უშეცდომოდ თამაშია საჭირო". და „თუ ვაგებთ, წავაგოთ ლამაზად!“ ხშირად იყენებს. კლოპი ფრთხილობს და მართალიცაა. "ბარსელონასთან" "კამპ ნოუზე" განცდილი მარცხის შემდეგ ოპტიმისტური განცხადებების გაკეთება ძალიან ძნელია. "წითლებს" ურთულესი დავალება ჰქონდათ შესასრულებელი. მათ "ენფილდზე" ტერ შტეგენის კარი მინიმუმ სამჯერ უნდა აეღოთ. თანაც ისე, რომ ერნესტო ვალვერდეს ბიჭებს გოლი არ გაეტანათ.

როგორც მოგეხსენებათ „წითლებმა“ „ბარსას“ ქომაგები ოთხჯერ დაამწუხრეს.

ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს „ლივერპული“ სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა. „ბარსელონასთან“ დაპირისპირებაში გუნდს რობერტო ფირმინო და მოჰამედ სალაჰი აკლდა. მათ ნაცვლად კლოპმა ძირითად შემადგენლობაში შერდან შაჩირი და დივოკ ორიჯი გაამწესა. შესვენებაზე კი იძულებული გახდა ენდრიუ რობერტსონი ჟორჟინიო ვეინალდუმით შეეცვალა. ხსენებულ ტრიოს „მერსისაიდელთა“ წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვის. ორიჯიმ და ვეინალდუმმა ორ-ორი ბურთი შეაგდეს, ხოლო ჰაერივით საჭირო მესამე გოლი შაჩირის ჩაწოდების შემდეგ გავიდა.

რაც შეეხება "ბლაუგრანას", ერნესტო ვალვერდემ „წითლებთან“ ჯახის წინ ძირითადი შემადგენლობის პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელი კატალონიაში დატოვა. „ბარსას“ ლა ლიგის ჩემპიონობა გარანტირებული აქვს და ვალვერდეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.

ესპანელმა სპეციალისტმა დასვენებული მესი-სუარესის ტანდემი 4 მცველისა და ამდენივე ნახევარმცველის წინ გაამწესა. რატომ? ვალვერდეს უპირატესობის შენარჩუნება სურდა!

"ბარსელონას" ტაქტიკა

"ბარსას" თავკაცს უნდოდა მის კოლექტივს დაცვაში სტაბილურად ეთამაშა და 4-4-2 ტაქტიკით გამოვიდა. "ბლაუგრანას" კომპაქტური განლაგების მთავარი მიზანი იყო „ლივერპულს“ მოედნის ცენტრში იერიშის განვითარების და წინსვლის საშუალება არ ჰქონოდა.

ვალვერდეს არჩევანი ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. "მერსისაიდელები“ მიმდინარე სეზონში შორეულ გადაცემებს საკმაოდ ხშირად მიმართავენ და გამონაკლისი არც ნახევარფინალური შეხვედრა გამოდგა. „ბარსასთან“ მატჩში ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი, ჟოელ მატიპი და ენდი რობერტსონი გრძელ პასებს გარემარბის პოზიციაზე მოასპარეზე შაჩირის და მანეს აწვდინენ, რომლებიც სისწრაფის ხარჯზე „ბლაუგრანას“ დაცვის ხაზს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ.

როცა ბურთს ერნესტო ვალვერდეს გუნდი აკონტროლებდა, „ლივერპული“ მაღალ პრესინგს აწესებდა და მეტოქეს აიძულებდა იგივე გაეკეთებინა: შორეული გადაცემა, რომლის შემდეგაც კატალონიელებს სისწრაფის ხარჯზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვება შეეძლოთ. ამ მეთოდის დახმარებით „ბარსელონამ“ პრესინგს თავი რამდენჯერმე დააღწია, თუმცა უმეტესწილად გამარჯვება „ლივერს“ რჩებოდა.

იყო შემთხვევა, როცა „ბლაუგრანამ“ მოედნის ცენტრში პრესინგი გაარღვია, რამაც შემტევებს ზონები გაუთავისუფლა და მათ სახიფათო იერიშის განხორციელების საშუალება მისცა. თუმცა ყველაფერი უშედეგოდ სრულდებოდა, რადგან "წითლების" უკანახაზელები შესანიშნავად ასპარეზობდნენ და მათ ფაბინიო ეხმარებოდა, რომელმაც ჩინებული მატჩი ჩაატარა. მიუხედავად ამისა "ლივერპულის" დაცვას შეცდომები მაინც გაეპარა. "ბარსამ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ალისონის კარის აღება ვერ შეძლო. ბრაზილიელმა კიპერმა 5 სეივი განახორციელა!

პრესინგი და კონტრპრესინგი

"მერსისაიდელები" პრესინგს მთელი შეხვედრის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ და წინასწარ გრძნობდნენ "ბარსელონას" ფეხბურთელები პასს რა მიმართულებით გააკეთებდნენ. "წითლებმა" "ენფილდზე" პრესინგის უფრო აგრესიულ ფორმას მიმართეს, ვიდრე "კამპ ნოუზე".

პრესინგისას ყველაზე მნიშვნელოვანი პასების მიმართულების გამოცნობა და სავარაუდო ადრესატების გადაკეტვაა. იურგენ კლოპის შეგირდები ამ ასპექტში ნამდვილი ოსტატები არიან, რაც „ბარსელონასთან“ მატჩში ძალიან კარგად გამოჩნდა.

მოცემულ ფოტოებზე გეგენპრესინგის ორი ძირითადი პრინციპიდან ერთ-ერთია წარმოჩენილი. გუნდებს, რომლებიც მაღალ პრესინგს თამაშობენ, უკან თავისუფალი ზონები ხშირად რჩებათ. ამიტომ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში კონტრშეტევის დროულად ჩაშლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"ბარსელონას" წინსვლის მაქსიმალურად შეზღუდვის გარდა, "ლივერპულის" პრესინგს სხვა მიზანიც ჰქონდა - კონტრშეტევების ჩაშლა და დაკარგული ბურთის სწრაფად დაბრუნდება. "მერსისაიდელები" ამ ასპექტში ნამდვილი ექსპერტები არიან და რამდენჯერმე სახიფათო მომენტი მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევის შედეგად შექმნეს.

როგორ უტევდა „ლივერპული“

ბურთის მოპოვების შემდეგ „წითლები“ მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და დიდი ძალებით უტევდნენ. „მერსისაიდელთა“ ქაოტურმა იერიშებმა „ბარსელონას“ მწყობრ უკანახაზს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. „ლივერპულის“ ფეხბურთელები ბეწვის ხიდზე გადიოდნენ და შეტევაში იმდენად დიდი ძალებით ერთვებოდნენ, რომ ერთი პატარა შეცდომაც შეიძლება დამღუპველი ყოფილიყო.

სტანდარტულები

მიმდინარე სეზონში "წითლები" სტანდარტულებს შესაშური შედეგიანობით იყენებენ. მათი დახმარებით "მერსისაიდელებმა" 20 გოლის შეგდება მოახერხეს. კატალონიელთა სამწუხაროდ გამონაკლისი არც ნახევარფინალური შეხვედრა გამოდგა და გადამწყვეტი გოლი სწორედ სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა.

20 წლის მცველმა, რომელსაც პრემიერ ლიგაში 11, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 3 შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული, მომენტით მშვენივრად ისარგებლა და ლივერპულელთა გმირი გახდა.

ვალვერდეს შეცდომა

მესამე და მეოთხე გოლის გაშვების შემდეგ ერნესტო ვალვერდემ შეცდომა დაუშვა. „ბლაუგრანას“ თავკაცს ტაქტიკაში სერიოზული ცვლილებები არ შეუტანია, რამაც ალბათ მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ესპანელებს გოლი ჰქონდათ გასატანი მაგრამ ზედმეტად ინერტულები იყვნენ.

დასკვნა

მატჩში, რომელიც „ლივერპულის“ ისტორიაში შევიდა, კლოპის ბიჭებმა უნაკლო ფეხბურთი აჩვენეს. „ბარსელონას“ მიერ ბურთის კონტროლს „წითლებმა“ აგრესიული და მაღალი პრესინგი დაუპირისპირეს. აუცილებელია ხაზი კონტპრესინგის როლსაც გავუსვათ და რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური ფაქტორიც არ უნდა დავივიწყოთ. კლოპი საკმაოდ ემოციური პიროვნება და შესანიშნავი მოტივატორია და როგორც ჩანს „ლივერპულის“ ფეხბურთელების დამუხტვა მოახერხა!

2011 წელს მადრიდის „ატლეტიკო“ თავიდან დაიბადა - გუნდი სრულად გარდაიქმნა. საშუალოზე მაღალი დონის, გახსნილი ფეხბურთის მოთამაშე და სუსტი დაცვ...

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიფა-ს რეიტინგში მე-13 ადგილოსან დანიას უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად არ დამარცხ...

ფილიპ კოკუ „პსვ“-ს ყოფილ დამრიგებელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თავდაპირველად იგი ჰოლანდიური გრა...

სერია A-ს წლევანდელ სეზონში ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი „ნაპოლია“ და შაბათს გამართულ შეხვედრას საფეხბურთო სამყარო ...

„თუ მეტყვი, რომ შენ გიყვარს ფეხბურთი, და შენ არ გიყვარს „ბარსელონა“, ესეიგი შენ პრობლემა გაქვს“. ეს სიტყვები ტიერი ანრის ეკუთვ...

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უმთავრესი მოვლენაა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი და ათასობით ფეხბურთელი, თუ მწვრთნელი მოუთმენლად ელის. მუნდიალების ...

ფეხბურთელებს ეგრეთწოდებული „დაივების“ შესრულება ახასიათებთ ხოლმე, რაც ქომაგების მხრიდან მოწონებას ნამდვილად არ იმსახურებს. არსებობენ ამ სა...

არგენტინის ნაკრებმა მორიგი უსახური ტურნირი ჩაატარა და გუნდის შთაბეჭდილება კვლავ ვერ დატოვა. „ალბისელესტეს“ ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებულ...

ბობ კრავიცი The Athletic-ის ჟურნალისტია, რომელიც სპორტს 36 წელია აშუქებს. კრავიცს რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული და Sports Illustrated-ში, Indianapol...

სტუმართა ტრიბუნის სექციაში ერთის გარდა ყველა სკამი თავისუფალია... იმ ერთ სკამთან ერთგულება, ენთუზიაზმი, პატრიოტიზმი და უანგარო სიყვარული დგას! დგას და...

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, AS-მა ფილიპე კოუტინიოს შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზილიელთან მიმართებით „ბარსელონას&ldquo...

თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ''ზანქტ. პაულის'' თურქი ფეხბურთელი ჯენკ შაჰინი კლუბიდან გაუშვეს, რადგან სპორტსმენმა თურქეთის მიერ სირიაში მიმდინარე საომარ...

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, კაზემირო დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია. 27 წლის ბრაზილიელი დიდი ხანია უმაღლეს დონეზ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მატ...

უკრაინის ნაკრები რიგით მე-5 გუნდია, რომელმაც მომავალ წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა პორტუგალია...

გუშინ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. გარეტ საუთგეიტის კოლექტივმა ბრწყინვ...

კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში მე-700 გოლი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მეტოქის კარი პე...

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რობერტო მანჩინისთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ხელშეკრულების თანახმად, "სკუადრა აძურას" დამრი...

საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული ისტორიაში პირველად ქალთა ფეხბურთის გუნდი "ლანჩხუთი" გახდა. ჩემპიონებს კუთვნილი თასი და მედლები ...

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ ...

თანამედროვე ფეხბურთის ვარსკლავები ხელფასის სახით უზარმაზარ თანხებს იღებენ, რომლებსაც უძრავი და მოძრავი ქონების შესაძენად ხარჯავენ. საბედნიეროდ მათთვის...

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი ომარაშვილმა (ორჯერ) და ზურაბ ერაძემ ...

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა უელსსა და ხორვატიას შორის (1:1), მადრიდის „რეალისთვის“ სავალალოდ დასრულდა. მატჩის მსვლე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Le10sport იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზამთარში კრისტიან ერიქსენის გადაბირებას შეეცდება. "ბებერი ქალბატონი" მიზნი...

რეკომენდებული სიახლეები
ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით დაასრულეს. აქედან 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო იყო. მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც თბილ...
14.10.2019
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...
14.10.2019
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ ...
14.10.2019
Crystalsport.ge  აგრძელებს გადაცემას , სადაც წარმატებული  სპორტსმენები დამწყებ  სპორტსმენებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. გადაცემის ...
14.10.2019
თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...
15.10.2019
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩი...
14.10.2019
ანტუან გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, თავის სტილში მაღალ დონეზე მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ეს იყო „ბეტისის“ წინააღმდეგ...
14.10.2019
"ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილმა გოლკიპერმა, პეტერ ჩეხმა "გილფორდ ფენიქსის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ 37 წლის მეკარემ რა...
14.10.2019
ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ "ბარსელონა" დიდი ხანია ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. "ბლაუგრანა" ლუის სუარესის ღირსეული შემცვლელის პოვნაზეა ორიენტირ...
14.10.2019
„ინდიანა პეისერსმა“ პრესეზონის სამი შეხვედრა 2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომრის, გოგა ბითაძეს გარეშე ჩაატარა, თუმცა „მინესოტასთან&l...
15.10.2019
ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...
15.10.2019
უკანასკნელი სიახლეები