Aa
Aa

ალეგრიმ "იუვეს" მოთხოვნები წაუყენა

ბოლო პერიოდში „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის სამომავლო გეგმების შესახებ ბევრი იწერება. რამდენიმე იტალიური გამოცემა იუწყება, რომ 51 წლის სპეციალისტი „ბებერი ქალბატონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოეს პერიოდში დატოვებს. დანარჩენები კი აცხადებენ, რომ ალეგრი გადაწყვეტილებას „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით მასიმილიანოს ტურინული კლუბის მესვეურებთან რამდენიმე მოთხოვნა აქვს და თუ მათ დაუკმაყოფილებენ „იუვეში“ მუშაობას განაგრძობს. ალეგრის უნდა კონტრაქტი 2022 წლამდე გაუხანგრძლივონ და ხელფასი გაუზარდონ. ამასთან ერთად 51 წლის სპეციალისტს სურს სატრანსფერო პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული და ზაფხულში ნახევარდაცვა და დაცვა გააძლიეროს.

დაბოლოს, ალეგრი კატეგორიულად ითხოვს გუნდიდან პაულო დიბალა და ყველა ის მოთამაშე გაუშვან, რომლებიც მის სათამაშო სქემას ვერ ერგებიან.

„ბიანკონერის“ ბოსების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. Sky Sport Italia-ს თანახმად ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი და დიდი ალბათობით ალეგრის დაკავებული პოსტის დატოვება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები