Aa
Aa

Le Parisien - გრიზმანს "ბარსაში" გადასვლა სურს და მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე განცდილი ფიასკოს შემდეგ „ბარსელონა“ სერიოზული ცვლილებების გატარებას გეგმავს. „ბლაუგრანას“ მესვეურები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირებით არიან დაინტერესებული.

გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით კატალონიელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე  მადრიდის „ატლეტიკოს“ სუპერვარსკლავი ანტუან გრიზმანია. ამ უკანასკნელს „კამპ ნოუზე“ გადასვლის შანსი შარშან ჰქონდა, თუმცა „ბარსელონა“ უარით გაისტუმრა.

Le Parisien-ის ცნობით 28 წლის ფორვარდმა აზრი შეიცვალა და კარიერის „ბლაუგრანაში“ გაგრძელება სურს. ფრანგული ტაბლოიდის მიხედვით გრიზმანი მზადაა ხელფასის შემცირებასაც დათანხმდეს.

ანტუანმა „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტი 2018 წელს გაახანგრძლივა და ახალი ხელშეკრულების მიხედვით მის მსურველ კლუბს ტრანსფერში 200 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. თუმცა ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით მიმდინარე წლის ივლისში ეს თანხა 120 მილიონ ევრომდე ჩამოვა. როგორც ირკვევა „ბარსასთვის“ გამოსასყიდი თანხა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და „კამპ ნოუს“ ბინადრები გრიზმანის ტრანსფერის გასაჩარხად მაქსიმუმს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები