ბითაძის 25 ქულა და 11 მოხსნა სერბეთის ჩემპიონატში
Aa
Aa

ბითაძის 25 ქულა და 11 მოხსნა სერბეთის ჩემპიონატში

სერბეთის ჩემპიონატის მესამე ტურში გოგა ბითაძის კარგი თამაშით “მეგა ბიმაქსმა” სტუმრად “დინამიკი” 102:85 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი შეუჩერებელი იყო. ბითაძემ ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა – 27 წუთში 25 ქულა და 11 მოხსნა.

რაც ყველაზე სასიამოვნოა, გოგამ 4-დან 3 სამიანი ჩააგდო, რაც ცენტრისთვის მეტად ფასეული მაჩვენებელია. მარგი ქმედების კოეფიციენტით ქართველი საუკეთესო იყო – 33 და რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.

რაც შეეხება “მეგა ბიმაქსს”, მან მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყო, პირველ მეოთხედში 29:25 დაწინაურდა, დიდ შესვენებამდე უპირატესობა 14-მდე გაზარდა, რის შემდეგაც მასპინძლებისთვის დაწევისა და გამარჯვების შანსი არ მიუცია.

გოგას შემდეგ ყველაზე მეტი ქულა მის თანაგუნდელ ოგნიენ ჩარაპიჩს ჰქონდა – 17.

“მეგას” 3 მოგება, 1 წაგება აქვს და B ჯგუფში “პარტიზანის” შემდეგ მეორეა. მომდევნო მატჩს “ტამიშთან” 12 მაისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები