Aa
Aa

"ნაცუ ბაშო" იწყება! ტოჩინოშინის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია!

კვირას, 12 მაისს ტოკიოში სტარტს "ნაცუ ბაშო" აიღებს. ტრადიციულად ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე იაპონური სუმოს ოფიციალურმა საიტმა ორთაბრძოლების განრიგი გამოაქვეყნა.

ქართველი სეკიტორი, ტოჩინოშინი პირველ შეხვედრას აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ჩიიოტაირიუს წინააღმდეგ გამართავს. ამ უკანასკნელს ლევანი  8-ჯერ შეერკინა და სასურველი შედეგის დაფიქსირება 6-ჯერ მოახერხა. ასე რომ გორგაძე კვირას ფავორიტის სტატუსით იასპარეზებეს.

ტურნირის მეორე დღეს ჩვენებური დასავლეთის მეორე მაეგაშირას, დაიეიშოს დაუპირისპირდება. ტოჩინოშინი იაპონელი სუმოისტის წინააღმდეგ დოჰიოზე 5-ჯერ გავიდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

როგორც მოგეხსენებათ „ნაცუ ბაშოზე“ ქართველი რიკიში სეკივაკეს წოდებით გამოვა და ოძეკობის დასაბრუნებლად იბრძოლებს. მიზნის მისაღწევად ლევანს 15-დან 10 ბრძოლის მოგება სჭირდება.

ბოლოდროინდელი ინფორმაციით ლევან გორგაძეს ტრავმა არ აწუხებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ცხელი ამბები