70 წელს გადაცილებული პენსიონერი
Aa
Aa

70 წელს გადაცილებული პენსიონერი "ვულვზს" სასამართლოში უჩივის

პიტერ დევისი 70 წელს გადაცილებული პენსიონერია, რომელმაც "ვულვზის" წინააღმდეგ უმაღლეს სასამართლოში ბრძოლა დაიწყო. საქმე "მგლების" ლოგოს ეხება.

დევისის თქმით მან ემბლემის დიზაინი დიდი ხნის წინ შექმნა, როცა მასწავლებელმა პასკალის თეორემის მისეული აღქმის ნახატზე გადატანა დაავალა.

პიტერი აცხადებს, რომ მას ეს იდეა 1960-იან წლებში მოუვიდა და 1979 წელს საავტორო უფლებაც გაიფორმა.

"ვულვზის" მმართველები დევისის განცხადებებს სრულ სისულელეს უწოდებენ და გუნდის ადვოკატებმა ყველაფრის ჩაფარცხვა რამდენჯერმე სცადეს. BBC-ის ცნობით მათ არაფერი გამოუვიდათ და უახლოეს პერიოდში საქმეს უმაღლესი სასამართლო განიხილავს.

მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში სასამართლო სხდომა გაიმართება და დევისის მიერ წარმოდგენილ სამხილების ავთენტურობას განიხილავენ.

თუ სასამართლო პიტერის მხარეს დაიჭერს "ვულვზს" შესაძლოა სერიოზული ჯარიმის გადახდა დაეკისროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები