ვინისიუსი ''ვალიადოლიდში''? - რონალდო 18 წლის ტალანტს უმიზნებს
Aa
Aa

ვინისიუსი ''ვალიადოლიდში''? - რონალდო 18 წლის ტალანტს უმიზნებს

ესპანური AS-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ''ვალიადოლიდის'' პრეზიდენტს, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას თავის გუნდში თანამემამულე ვინისიუსის ხილვა სურს, რომელიც გასულ წელს ''ფლამენგოდან'' მადრიდის ''რეალში'' გადაბარგდა.

Santander bank -ის ღონისძიებაზე ''ფენომენმა'' ესპანურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ვინისიუსის იჯარით აყვანის დიდი სურვილი აქვს:''იმედიანად ვარ, ჩვენ შეგვიძლია ვინისიუსი ''ვალიადოლიდში'' ვიხილოთ იმ შემთხვევაში თუ ''რეალი'' მის განათხოვრებას დათანხმდება. ჩვენ არ შეგვიძლია მას ის ხელფასი გადავუხადოთ, რამდენსაც ''რეალში'' იღებს, მაგრამ თუ შეთანხმდება შედგება, ვინისიუსს სიხარულით მივიღებთ.

ის ისეთივე ნიჭიერია, როგორც როდრიგო. ''სამეფო კლუბი'' ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშით გაძლიერდა და ვინისიუსიც მათ შორისაა.''

2002 წლის მუნდიალის გამარჯვებული 18 წლის როდრიგო გოისს გულისხმობდა, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული ''სანტოსის'' ღირსებას იცავს.

რაც შეეხება 18 წლის ვინისიუსს, სადებიუტი სეზონში ესპანური გრანდის მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 29 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

20- გუნდიან ლა ლიგაში ''ვალიადოლიდი'' 38 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები