Independent:
Aa
Aa

Independent: "ბარსელონაში" დარწმუნებულები არიან, რომ დე ლიხტს გაიფორმებენ

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Independent-ის ცნობით კატალონიის "ბარსელონას" წარმომადგენლებს სჯერათ, რომ დე ლიხტის ტრანსფერის გაჩარხვას მოახერხებენ.

"აიაქსის" 19 წლის უკანახაზელის შეძენა რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს. "ბლაუგრანას" კონკურენციას "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი", "სიტი" და "იუვენტუსი" უწევენ

Independent-ის მიხედვით "ბარსას" მესვეურებს მიაჩნიათ, რომ დე ლიხტის დაყოლიება უკვე მოახერხეს და მატიისი დაარწმუნეს, რომ "კამპ ნოუ" პროგრესის მისაღწევად საუკეთესო ადგილია. როგორც მოგეხსენებათ "ბარსელონასა" და "აიაქსს" შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და ბრიტანული ტაბლოიდის თანახმად 19 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით კარიერას სწორედ კატალონიურ კლუბში გააგრძელებს.

"ბლაუგრანამ" ფრენკი დე იონგი უკვე გადაიბირა და დე ლიხტს მისი ამჟამინდელი თანაგუნდელის მხარდამხარ თამაში სურს. მატიისის სამომავლო გეგმებზე საუბრისას "აიაქსის" დირექტორმა, ვან დერ სარმა, ივარაუდა, რომ დე ლიხტი კარიერას ესპანეთში ან ინგლისში გააგრძელებს.

Independent-ის ინფორმაციით 19 წლის მცველის ტრანსფერი "ბარსელონას" დაახლოებით 60 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები