იოზილი
Aa
Aa

იოზილი "არსენალს" ტოვებს... - გერმანელის სკანდალური განცხადება!

არცთუ კარგი ამბები და ატმოსფეროა ლონდონის "არსენალის" ბანაკში. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მესუთ იოზილმა "მეთოფეების" ხელმძღვანელებს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის თანახმადაც, თუ არსენ ვენგერი დედაქალაქელთა მწვრთნელის პოსტს არ დატოვებს გერმანელი კლუბიდან აუცილებლად წავა. 

სხვათა შორის, აღვნიშნოთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს იოზილის თავის კლუბში დაბრუნება სურს და შესაძლოა, მესუთის ამ განცხადებით მადრიდელები ამ ფრონტზე კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რაც შემტევი ნახევარმცველის "ემირეითს სთედიუმიდან" აბარგების შანსს კიდევ უფრო ზრდის. 

მოკლედ, დაველოდოთ სეზონის დამთავრებას და ისიც არ გამოვრიცხოთ, რომ იოზილი-ვენგერის უთანხმოებამ უფრო სერიოზული სახეც მიიღოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები