ოფიციალურად: ჰაკუჰო
Aa
Aa

ოფიციალურად: ჰაკუჰო "ნაცუ ბაშოს" გამოტოვებს! როგორ ფორმაშია ტოჩინოშინი?

კვირას, 12 მაისს ტოკიოში სტარტს "ნაცუ ბაშო" აიღებს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტურნირს ტრავმის გამო ლეგენდარული ჰაკუჰო გამოტოვებს.

ლეგენდარულ მონღოლს მაკუუჩი დივიზიონის 42 ტურნირი აქვს მოგებული, რომელთაგან 15-ჯერ მან "ძენშო-იუშო" დააფიქსირა და ბაშო 15-0-ზე მოიგო.

1120 გამარჯვებით ჰაკუჰო აბსოლუტური რეკორდსმენი და ნებისმიერი ტურნირის უდაო ფავორიტია.

"თეთრი ფენიქსის" არყოფნის მიზეზი ხელის კუნთის ტრავმაა, რომელიც მან "ჰარუ ბაშოს" ბოლოს იოკოძუნა კაკუირიუსთან ბრძოლის დროს მიიღო.

 

ამრიგად, ტურნირს მთავარი ფავორიტი არ ეყოლება, რაც სხვების შანსებს საგრძნობლად ზრდის.

რაც შეეხება ტოჩინოშინს, ქართველი ოძეკის წოდების დასაბრუნებლად იბრძოლებს და მას ამისთვის 15-დან 10 ბრძოლის მოგება სჭირდება.

ბოლო ინფორმაციით, ლევან გორგაძეს ტრავმა არ აწუხებს და ის სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ცხელი ამბები